ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს, ამას იმ მომენტში ვერ ვხვდებით, ვერ ვიგებთ, მაგრამ ეს ესეა…და ყველფერიც ისევ ჩვენდა სასიკეთოდაა, რაღაც დიდი სიხარული , ჯეროვნად რომ შეიგრძნო, მიიღო, რაღაც სხვა რამეებიც უნდა გამოსცადო…ყველაფრი ჩაივლის…ერთი მოვლენა არასოდეს ჩერდება მუდმივად, მონაცვლეობა ყოველთვის ხდება, ერთს მეორე ცვლის, დედამიწა ხომ ტრიალებს, ტრიალებს ყველაფრიანად, მთავარია ამ ტრიალს აყვე, რომ არ დაეცე, არ განადგურდე, უნდა მოეჭდო რამეს, ვინმეს ნაკლებად,(არასანდოა), მთავარია მოეჭიდო და…ის არასოდეს გაგიშვებს, იმაზე ძლიერია ვიდრე წარმოგიდგენია…მთავარია იპოვო, იპოვი კიდეც თუ ეძებ, ყველაფერს იპოვი, ოღონდ გინდოდეს, ოღონდ “სწორად” ეძებო არა სხვაგან, შენს ირგვლივ არამედ შენში, შენს “მე”_ში…ყველაფერი გარეთ არსებული კი აბსტრაქტულია, ილუზიაა, მსხვრევადია, ხელიდან წამებში გამსხლეტია, მაგრამ აუცილებელია….გარეთ არსებულნი არ უნდა ეძებო, გამოწვდილ ხელზე ეგრევე უნდა ჩაგჭიდონ, გაუხედავად უნდა იგრძნო სიმყარე,
მათში საკუთარი თავი დაინახო, გესაუბრება- ისაუბრო, გეღიმება- გაიღიმოს…
გარე სამყაროსთვის კი ყველაზე რთული ესაა, გაგება…ყველა თავისი გადმოსახედიდან იგებს, ყველა მხოლოდ თავისიდან გამოდის, ამიტომ გარეთ ნუ ელი დაურღვეველ სიმყარეებს, ის ცოტაა, ადგილ, ადგილ, მაგრამ მუდმივი, მაინც მუდმივი…ეს სიმყარეები შენ გაქ,არ გჭირდება ხელის გამოწვდენაც, უფრო ახლოსაა, შენთანაა, იმდენად რომ შენი თვალებითვე გიყურებს.